ჩვენ შესახებ

img_7060-1

2014 წლის დეკემბერში, ჩვენს კლუბსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს: 1) სარაგბო კულტურის განვითარება და პოპულარიზაცია ქ. გორში; 2) ქ. გორის მერიის სახელით და ხელშეწყობით გუნდის ასპარეზობა საქართველოს ჩემპონატის უმაღლეს ლიგაში და საშინაო მატჩების გორში ჩატარება. მას შემდეგ, კლუბი „დიდი 10“-ს გათამაშებაში მონაწილეობს, როგორც რეიგონული გუნდი – გორის „ჯიქი“ -ს  სახელით. 2016-2017 წლების ჩემპიონატისა და შემდგომი სეზონების საშინაო თამაშებისა თუ საწვრთნელი პროცესის ჩატარება მოხდება  გორში განთავსებულ ახალ სარაგბო კომპლექსში.

ჩვენი საწყისი ამოცანაა ვაქციოთ რაგბი ყველაზე პოპულარულ სპორტად გორში და მის მიმდებარე რეგიონში. შევქმნათ საკლუბო სისტემა, რომელიც ამ სპორტის ირგვლივ გააერთიანებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე ადგილობრივ ბიზნესებს, რაც საბოლოოდ მთელი რეგიონის ჩართულობას გამოიწვევს.

მიმდინარე წელს ჩვენ დავაფუძნეთ კიდევ ერთი, ჩვენი შვილობილი კლუბი – „გორის გორდა“, რომელიც წელსვე ჩაერთვება ეროვნული ჩემპიონატის მე-2ე ლიგის გათამაშებაში. გუნდი მთლიანად დაკომპლექტებულია ადგილობრივი ახალგაზრდებით, არა მხოლოდ უშუალოდ გორიდან, არამედ მისი მიმდებარე სოფლებიდან და დასახლებებიდან, მათ შორის ისეთი ადგილებიდან, რომელიც ოკუპირებული ზონის და ე.წ. „გამყოფი ხაზი“-ს სიახლოვეს მდებარეობს.

შემდგომ ეტაპზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საინფორმაციო კამპანიების ჩატარება, რითაც გვინდა მოვიზიდოთ უფრო მეტი ბავშვები და ახალგაზრდები ე.წ. დევნილების დასახლებებიდან და კონფლიქტის ზონის სიახლოვეს მდებარე სოფლებიდან. დიდი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ პროცესში მათი და მათი ოჯახის წევრების აქტიური თუ პასიური ჩართულობით, გაჩნდება სტიმული, დავნერგავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და რაც მთავარია რეგიონში გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან საერთაშორისო დონის,  მაღალი კლასის მორაგბეები.