სამომავლო გეგმები

img_8448

რეგიონული გუნდის სტატუსის მოპოვების ფაქტი და შემდგომი პერსპექტივები, უფრო მეტად მიმზიდველს გახდის ჩვენს კლუბს. ჩვენ საშუალება გვაქვს მივიღოთ საშინაო თამაშები ქ.გორში, სრულიად ახალ სარაგბო სტადიონზე, რომელიც  2500 ვიზიტორს იტევს.

ქ.გორისა და მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობა წარმოადგენს სრულიად ახალ და ძალიან საინტერესო აუდიენციას, როგორც სპორტული გულშემატკივრობის კუთხით ისე, მარკეტინგული თუ სოციალური მიმართულებებით. ვინაიდან ჩვენ უკვე გაგვაჩნია გარკვეული მარკეტინგული / პიარ სამოქმედო გეგმა, ვიმედოვნებთ საშინაო თამაშებზე ყველაზე დიდი და ყველაზე ლოიალური აუდიენციის მოზიდვას, ვიდრე ეს ხდება ეროვნული ჩემპიონატის სხვა რეგულარულ თამაშებზე.

14702493_1774928932788715_286553454097096289_n

ჩვენ გვჯერა, რომ ამგვარი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დაგვეხმარება პრეტენზია განვაცხადოთ მომავალი სეზონის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს საპრიზო ადგილებზე და ამით გავხადოთ რეგიონის მოსახლეობა უფრო ბედნიერი, მოტივირებული და რაგბზე ორიენტირებული.