ისტორია

dscf2905

რაგბის კლუბი „ჯიქი“  2002  წელს ვეტერან მორაგბეთა თაოსნობით დაფუძნდა. დღეს ის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 200-მდე მოზარდს აერთიანებს და მონაწილეობას ღებულობს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ თითქმის ყველა საშეჯიბრო ღონისძიებაში.

img_23261

2010 წელს ჩვენი აღსაზრდელების ბაზაზე შეიქმნა  გუნდი, რომელმაც განაცხადი გააკეთა   რაგბში საქართველოს ჩემპიონატის  მეორე ლიგაში მონაწილეობაზე,  სადაც პირველივე წელს მოვიპოვეთ  გამარჯვება და 2011 წელს გადავედით  პირველ ლიგაში, სადაც  იმავე წელს გავიმარჯვეთ, ვითამაშეთ  გადასასვლელი ტური და მოვიპოვეთ ადგილი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

ამ უპრეცენდენტო შემთხვევას  მოჰყვა შთამბეჭდავი გაგრძელება და 2012-2013 წლის უმაღლესი ლიგის გათამაშებაში ტრადიციულ კლუბებთან ერთად ჩემპიონატის ძირითადი ნაწილი  საპრიზო ოთხეულში დავასრულეთ.

img_0172

2013-2014 წლის უმაღლესი ლიგის გათამაშებაში კლუბმა 6 საუკეთესო გუნდს შორის მონაწილეობა მიიღო ფლეი-ოფში. 2015 -16 წლის სეზონი წარმატებით დაასრულა და დიდი 10-ის ჩემპიონატში საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. ბოლოს, კლუბის „7 კაცა“ გუნდი ნაფარეულში გამართული საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის პირველი, შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გახდა.